Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ავტვირთეთ პორტფოლიო ვებგვერდზე. დავათვალიერეთ ჩვენი პორტფოლიოს ჩეკლისტი.მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობა, რომელიც შევასრულეთ,ტრენინგისდახმარებით დავათვალიერეთ პროექტის შეფასების რუბრიკა,. იმისათვის რომ ტრენინგი ჩაგვეთვალოს საჭიროა 30 ქულას დაიმსახურებს. იმედი მაქვს რომ,ჩემი პორტფოლიო ტრენინგის დადებით შეფასებას დაიმსახურებს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ, დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო !
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მერვე დღე

მერვე დღეს ვისაუბრეთ იმაზე,  რომ საჭიროა  მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება. მოსწავლეები ყველაზე კარგად მაშინ სწავლობენ,როცა ინსტრუქციას იღებენ უნარ-ჩვევებში,დავალების შესრულების სტრატეგიებში.ჩვენი პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შესაბამისი გრაფა.     ვისაუბრეთ რესურსების ფასილიტაციაზე. ფასილიტაციის მასალების შექმნაზე. ვიმუშავეთ Google forms-ში, შევქმენით გამოკითხვა და ჰიპერლინკის სახით ბლოგში შევქმენით პადლეტი, რომელსაც გამოვიყენებთ იდეების გენერირებისთვის. ტრენინგი საინტერესოდ დატვირთული იყო.

მეშვიდე დღე

დღეს ვისაუბრეთ სწავლის სხვადასხვა სტილზე.პროექტის გეგმაში შევავსეთ დიფერენცირების ნაწილი. ვისწავლეთ მოსწავლეთა სლაიდშოუს შაბლონის ნიმუშის დამზადება. შექმნილი დოკუმენტის ბლოგზე გამოქვეყნება.

მეექვსე დღე

მეექვსე დრეს დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევარზე მუშაობა, შევქმენით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა, განვსაზღვრეთ  მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისთვის შეფასების სქემა. მადლობა ქალბატონ თამუნა მოლაშვილს გაწეული შრომისთვის.

მეოთხე დღე

მეოთხე დღე დატვირთული იყო აქტივობებით, განვიხილეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, წინარე ცოდნის შესაფასებელი საშუალებები, შევქმენით რუბრიკები,რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

მესამე დღე

დღევანდელი დღე საკმაოდ შედეგიანი იყო.მივყევით ტრენერის გეგმას:შევიმუშავეთ   პროექტის მიზნები  და შესაბამისი აქტივობები, შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღეს გავეცანით პუბლიკაციების მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, ჩამოვტვირთეთ და დავათვალიერეთ ბუკლეტის ნიმუშები. მიღებული ცოდნის საფუძველზე შევქმენით საკუთარი  პროექტის ბუკლეტი

პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენერს, ერთმანეთს, ტრენინგ მოდულებს, პროექტებით სწავლებას, ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი,ინტელის ელექტრონული წიგნი. გვქონდა დისკუსია პროექტებით სწავლების შესახებ, რა თქმა უნდა მეცადინეობა ნაყოფიერი იყო ჩემთვის. მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს გაწეული შრომისთვის.